სიახლე ACM ICPC - ქართული გუნდი სტუდენტური მსოფლიო ოლიმპიადის ფინალში!

ACM ICPC პროგრამირების ჩემპიონატია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება სტუდენტებს შორის. უძლიერეს გუნდებთან ბრძოლა საკმაოდ ძნელია, თუმცა წელს ფინალში დაწინაურდა ქართული გუნდი შემადგენლობით: თორნიკე მანძულაშვილი, გიორგი გულიაშვილი და ნიკოლოზ სვანიძე. მწვრთნელები - გიორგი საღინაძე და ზაზა გამეზარდაშვილი.

გუნდი თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლას წარმოადგენს ოლიმპიადაზე. 5000-ზე მეტი უნივერსიტეტიდან ისინი 80 საუკეთესო სასწავლებელს შორის იასპარეზებენ. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ნახევარფინალში მონაწილე ქართულ გუნდებს შორის პირველი ოთხი თავისუფალი უნივერსიტეტიდან არის.

რეგიონის შედეგების სანახავად ამ ბმულს მიჰყევით: ჩრდილო-დასავლეთ ევროპის რეგიონალური შეჯიბრი

ასეთი მოვლენა ჩვენს საოლიმპიადო ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევაა. პირველი 2009 წელს იყო, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა - ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი - მიიღო ფინალურ რაუნდში მონაწილეობა (მათ შემდეგაც წარმატებით იასპარეზეს და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ).

ACM ICPC ჩემპიონატის ფინალი მომავალი წლის მაისში, მაროკოშია დაგეგმილი. ვულოცავთ ბიჭებს ამ შედეგს და წარმატებებს ვუსურვებთ :)

უნივერსიტეტის რეპორტაჟი ამ თემაზე:

სიახლე GeOlymp 2013 - დასწრებული ტური თავისუფალ უნივერსიტეტში

ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის მეორე ინტერნეტ-რაუნდის პარალელურად ჩატარდა დასწრებული ტური თავისუფალ უნივერსიტეტში, რომელსაც ამ სასწავლებლის 15 სტუდენტი დაესწრო.
გვსურს ასეთი თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადოთ თავისუფალ უნივერსიტეტს, განსაკუთრებით კი ბატონ გიორგი ბოჭორიშვილს.

GeOlymp at Free University

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის პირველი ადგილი სამი ამოცანით დაიკავა გიორგი გიგლემიანმა


GeOlymp at Free University

ასევე სამი ამოცანით, მეორე ადგილზე გავიდა ლაშა ლაკირბაია
GeOlymp at Free University

ხოლო მესამე ადგილი დაიკავა დათა ლაპიაშვილმა
GeOlymp at Free University

სრული ფოტო გალერეის ნახვა შესაძლებელია ჩვენს facebook გვერდზე :)

დასწრებულ ტურში მონაწილეების სრული შედეგები ასე გამოიყურება:

ადგილი მონაწილე A B C D E სრული საჯარიმო დრო
1 გიორგი გიგლემიანი (FreeUni) +1
(00:26:36)
+
(00:57:10)
+
(01:10:24)
3 02:54:10
2 ლაშა ლაკირბაია (FreeUni) +2
(00:27:03)
+1
(01:38:00)
+1
(01:15:09)
3 04:40:12
3 დათა ლაპიაშვილი (FreeUni) +
(00:06:25)
+
(00:25:25)
-4 2 00:31:50
4 ნიკოლოზ ბარბაქაძე (FreeUni) +
(00:06:18)
+1
(00:37:50)
2 01:04:08
5 გიორგი კიკოლაშვილი (FreeUni) +1
(00:14:16)
+
(01:02:08)
2 01:36:24
6 ბექა ლომიტაშვილი (FreeUni) +
(00:18:35)
+1
(01:02:15)
2 01:40:50
7 გიორგი მათიაშვილი (FreeUni) +1
(00:09:39)
+
(01:11:38)
2 01:41:17
8 ნოდარ ძამუკაშვილი (FreeUni) +
(00:14:11)
+1
(01:07:42)
-2 2 01:41:53
9 საბა გოგოლიძე (FreeUni) +1
(00:17:13)
+
(01:08:02)
-5 2 01:45:15
10 გიორგი ვახტანგიშვილი (FreeUni) +1
(00:12:41)
+2
(01:12:44)
2 02:25:25
11 კოტე უჯმაჯურიძე (FreeUni) +
(00:10:58)
+3
(01:56:00)
2 03:06:58
12 შოთა ბიჭოშვილი (FreeUni) +
(01:38:27)
+
(01:40:36)
2 03:19:03
13 გიგი პატარაია (FreeUni) +
(00:13:40)
-3 1 00:13:40
14 ქეთი ურიდია (FreeUni) +
(00:28:31)
-1 -3 1 00:28:31
15 ედუარდ კაკაურიძე (FreeUni) +2
(00:44:55)
-1 1 01:24:55
სიახლე 2011 სერიის მეოთხე ეპიზოდი ”თავისუფალ უნივერსიტეტში”

ჯეოლიმპის მეოთხე ეპიზოდის პარალელურად თავისუფალ უნივერსიტეტში დასწრებული შეჯიბრი ჩატარდა. ჩვეულებრივი მონაწილეებისგან განსხვავებით აღნიშნული ტური მხოლოდ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. მონაწილეობა 13 მათგანმა მიიღო.


გთავაზობთ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების შედეგების სიას. ვულოცავთ გამარჯვებულებს :)

სრულად წაკითხვა
სიახლე GeOlymp Series 2010 - სერია დასრულდა

ჯეოლიმპის 2010 წლის სერია დასრულდა :) 25 სექტემბერს სერიის ფინალი გაიმართა, რომელსაც თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა და ოლიმპიადამ დიდებულად ჩაიარა (ფინალის ფოტოები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ). გახსნის შემდეგ მონაწილეებს ექსკურსია მოუწყეს უნივერსიტეტში, სადაც სხვა საინტერესო რამეებთან ერთად ყურადღება ტელეკონფერენციების დარბაზმა, რობოტების ლაბორატორიამ და სენსორულმა მაგიდამ მიიპყრო. ამის შემდეგ მონაწილეები კომპიუტერებთან განლაგდნენ და ცოტახანში ფინალური შეჯიბრიც დაიწყო.

სრულად წაკითხვა
სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...